logo
ENG



ახვლედიანი: დე ფაქტო ხელისუფლებას დახმარება შევთავაზეთ, პასუხის მიღებისთანავე ჩავერთვებით 

08 იან 202115:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/08/dj5dvliohiv5c3m.png

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმს დახმარება არაერთხელ შესთავაზა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა დე ფაქტო ხელისუფლებისგან პასუხს ამ დრომდე ელოდება.

 "ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმს დაუყოვნებლივ ეცნობა ხელისუფლების სრული მზადყოფნის თაობაზე ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში.

5 იანვრის დილიდანვე რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში, ანალოგიურად, არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენით ჩაქრობით, საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით.

ამ ეტაპზე ვიმყოფებით დეფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით. ვიმყოფებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში,"- თქვა თეა ახვლედიანმა.

ოკუპირებულ გალში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა. ხანძარი არის ოკუპირებულ გაგრაშიც. ამის შესახებ ინფორმაციას სპუტნიკ აბხაზია ავრცელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზე არის გავრცელებული ხანძარი. ადგილზე მუშაობს 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 11 მაშველი. 


close დახურვა